Sunday, March 6, 2016

რეფლექსია დღე - 9

ტრენინგის შემაჯამებელ დღეს განვიხილეთ საკუთარი ნამუშევრები და შევაფასეთ ისინი. ჩვენი მოსაზრებების გამოხატვა და ტრენერის შეფასებები, ვფიქრობ, ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
რაც შეეხება ზოგადად ტრენინგს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიებით სწავლება ნამდვილად ახალი გამოწვევაა. ყოველი შეძენილი უნარ-ჩვევა მომავალში გავლენას მოახდენს ჩემს მუშაობის პროცესზე. ინტელის ტრენინგმა დიდი გამოცდილება შემძინა, ეს კი საშუალებას მომცემს მომავალში შეძენილი ცოდნა პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოვიყენო.

Friday, March 4, 2016

რეფლექსია დღე – 8

დღეს ჩვენი შეხვედრების მერვე დღეა. ვფიქრობ, განსაკუთრებული იმით არის, რომ განვიხილეთ როგორ შექმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
აგრეთვე მოვისმინე მეგობრების მიერ შესრულებული საშინაო დავალებები. მათი დეტალური გარჩევა დამეხმარა ჩემი დავალების უკეთ გაანალიზებაში, სავარაუდო ცვლილებების შეტანაში.

Sunday, February 28, 2016

რეფლექსია დღე - 7

                   
 
   

დღევანდელი დღეც ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
ვისწავლე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, რაც დამეხმარა პროექტის კარგად გააზრებაში, გავიხსენეთ ბლუმისა და გარდნერის მატრიცა, კიდევ ერთხელ გავიაზრე რამდენად მნიშვნელოვანია დიფერენცირებული საშინაო დავალების მიცემა.
საინტერესო იყო ტექნიკური მხარე, შევისწავლე ვიდეოების ჩამოტვირთვა, რასაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.

Sunday, February 21, 2016

რეფლექსია დღე - 5



 განვიხილეთ საშინაო დავალება,თითოეულმა ვისაუბრეთ დაგეგმილი პროექტის მიზნებზე,საბაზისო უნარ-ჩვევებზე.
    კარგი განწყობა შემიქმნა ჩატზე მუშაობის პროცესმა.ახალი  და საინტერესო უნარ-ჩვევა შევიძინე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას.
     ასევე საინტერესო იყო ფაილის შექმნა, გაზიარების მეთოდის გაცნობა.
 ამ მოდულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მოსწავლის როლის მორგება,რომელიც დასაწყისში საკმაოდ  რთულად მომეჩვენა, ვიმუშავეთ სლაიდებზე, განვაზოგადეთ ყველა მონაწილის ნამუშევარი.

Friday, February 19, 2016

რეფლექსია დღე - 4

   მე ვფიქრობ  რომ, დღევანდელი  დღე  კიდე  უფრო  საინტერესო  იყო, ვისწავლეთ შეფასების სტრატეგიები,  თითოეული  სტრატეგიებიდან  შევქმენით  მეთოდები, ვისწავლეთ  აგრეთვე  წინარე  ცოდნის  შეფასების  ინსტრუმენტები.  ,,ვენის  დიაგრამა " ,,გონებრივი  იერიში",  ,,ვიცი,  მინდა  ვიცოდე , ვისწავლე"

Sunday, February 14, 2016

რეფლექსია დღე - 3


   დღე დავიწყეთ შაბლონების განხილვით და მოვისმინეთ რეკომენდაციები/ვიმუშავეთ პროექტისთვის  სტანდარტის შერჩევაზე,.უფრო დეტალურად განვიხილეთ პროექტის საკვანძო კითხვები , რაც დამეხმარა სწორად შემერჩია  კითხვები პროექტის დაგეგმვისას. ეს საკითხი ერთ- ერთი ყველაზე ბუნდოვანი აღმოჩნდა თავიდან, თუმცა ნიმუშების დეტალურად განხილვის შემდეგ აუდიტორიაში ყველამ აღნიშნა, რომ გავერკვიეთ და შესაბამისად სწორად ჩამოვაყალიბეთ საკვანძო კითხვები ჩვენი პროექტებისათვის.
  ჩემთვის ეს დღე ნამდვილოად პროდუქტული იყო და მნიშვნელოვანი, რადგან გამომიმუშავდა კომპიუტერთან მუშაობის ისეთი უნარ-ჩვევები და კომპეტენციები რაც დამეხმარება პროექტებზე მუშაობისა და მათი განხორციელების დროს.                                                                                                                                                               

Saturday, February 13, 2016

რეფლექსია დღე - 2

                                                                                                                                                                        კვლავ პირველ მოდულზე მუშაობისას, ტრენერის მიერ დასმულმა კითხვებმა გაგვიადვილა მომავალ პროექტზე ფიქრი.                                                                                          მოვისმინე პროექტების საინტერესო სხვადასხვა იდეა,წარმოვადგინე ჩემი იდეა.გავეცანი საკვანძო კითხვებს, რომლებიც პროექტის განსახორციელებლად აუცილებლად დამჭირდება. კარგად გავიაზრე პუბლიკაცია, მისი გამოყენების წესები და ფუნქციები. მოვახდინეთ პროექტის განზოგადება. ეს დღე ჩემთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო