რაც შეეხება ზოგადად ტრენინგს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიებით სწავლება ნამდვილად ახალი გამოწვევაა. ყოველი შეძენილი უნარ-ჩვევა მომავალში გავლენას მოახდენს ჩემს მუშაობის პროცესზე. ინტელის ტრენინგმა დიდი გამოცდილება შემძინა, ეს კი საშუალებას მომცემს მომავალში შეძენილი ცოდნა პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოვიყენო.
Sunday, March 6, 2016
რეფლექსია დღე - 9
ტრენინგის შემაჯამებელ დღეს განვიხილეთ საკუთარი ნამუშევრები და შევაფასეთ ისინი. ჩვენი მოსაზრებების გამოხატვა და ტრენერის შეფასებები, ვფიქრობ, ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
Friday, March 4, 2016
რეფლექსია დღე – 8
დღეს ჩვენი შეხვედრების მერვე დღეა. ვფიქრობ, განსაკუთრებული იმით არის, რომ განვიხილეთ როგორ შექმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
აგრეთვე მოვისმინე მეგობრების მიერ შესრულებული საშინაო დავალებები. მათი დეტალური გარჩევა დამეხმარა ჩემი დავალების უკეთ გაანალიზებაში, სავარაუდო ცვლილებების შეტანაში.
Subscribe to:
Posts (Atom)